საზოგადოება

რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს — სტოლტენბერგი

30 იანვარი, 2022 • 1854
რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს — სტოლტენბერგი

რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 იანვარს, BBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

საპასუხოდ ჟურნალისტის კითხვისა, გამორიცხავს თუ არა ნატოს ჯარების უკრაინაში შეყვანას იმ შემთხვევაში, თუ იქ რუსეთი შეიჭრება, სტოლტენბერგმა თქვა:

“ჩვენ არ ვგეგმავთ ნატოს საბრძოლო ჯარების განთავსებას უკრაინაში… ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერაზე”.

“არსებობს განსხვავება ნატოს წევრობასა და უკრაინის მსგავს ძლიერ და უაღრესად დაფასებულ პარტნიორს შორის. ამაში ეჭვი არ არის.”

ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთმა 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეებზე საუბრობენ, რის გამოც არაერთმა მათგანმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა კიევს.

თავად მოსკოვი უარყოფს შეჭრის განზრახვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი