საზოგადოება

გიგანტური ჯორჯი-მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლია

3 თებერვალი, 2015 •
გიგანტური ჯორჯი-მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლია

გიგანტური ჯორჯი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ძაღლია.  ის ამერიკაში, არიზონაში ცხოვრობს მის პატრონ დევიდ ნასერთან ერთად.

გიგანტური ჯორჯი 1 მეტრი სიმაღლის არის და  111 კილოგრამს იწონის.

ძაღლი ოფიციალურად იქნა აღიარებული , როგორც ყველაზე მაღალი ძაღლი, გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ.

თუმცა სანამ ჯორჯი ამ სტატუსს მიიღებდა, გინესის ოფიციოზმა სპეციალური ჟიური გაგზავნა არიზონაში, სადაც ძაღლის სიმაღლე დაადასტურეს და მისი სახელი წიგნში შეიტანეს.

მან უკან ჩამოიტოვა მისი კონკურენტები კალიფორნიელი დიდი დენი, რომელიც ამ დრომდე სარგებლობდა ყველაზე მაღალი ძაღლის სტატუსით.

გიგანტური ჯორჯი უკვე პოპულარული ძაღლია. მას პირადი ინტერნეტ გვერდიც აქვს. ჯორჯი ჯერ მხოლოდ 4 წლის არის. როგორც მისი პატრონი, ნასერი ამბობს, ჯორჯს მის პირად, გიგანტურ საწოლში სძინავს, რომელიც დევიდის სახლშია მოთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი