საზოგადოება

დევნილების საკითხებზე შეხვედრა დაიხურა

22 თებერვალი, 2010 • 1879
დევნილების საკითხებზე შეხვედრა  დაიხურა

არასამთავრობო ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”  დღეს  შეხვედრა გამართა დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით,  თუმცა  დისკუსიაზე  დევნილთა და განსახლების მისნიტრის მოადგილის  გამოჩენის შემდეგ იგი ჟურნალისტებისთვის დახურეს.

 შეხვედრის  დასაწყისში გაირკვა, რომ დევნილებში დღეს ყველაზე დიდი პრობლემა დაკავშირებულია გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფებთან.

 ის-ის იყო, დევნილებმა დაიწყეს საუბარი ტარიფებთან დაკავშირებულ პრობლემაზე,  რომ ჟურნალისტებს შხვედრა დაატოვებინეს. აღმოჩნდა რომ ჟურნალისტების დასწრება არ იყო შეთანხმებული სამინისტროსთან.

 სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ნებისმიერი ინფორმაცია წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასთან. 

 შეხვედრის ორგანიზატორებმა  ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადეს, მაგრამ შეჰპირდნენ, რომ აუცილებლად ითანამშრომლებდნენ მათთან მომავალში.   

 ორგანიზაციის  “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”  გავრცელებულ პრეს-რელიზში მითიტებული  არ იყო  რომ შეხვედრა დაიხურებოდა.

 დევნილების საკითხზე შეხვედრა პროექტ   ”ომით დაზარალებული თემების ფსიქოსოციალური კეთილდღეობის, მობილიზაციის და გაჯანსაღების ხელშეწყობის” ფარგლებში გაიმართა.

 პროექტს ამერიკის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამა აფინანსებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი