საზოგადოება

რუსეთის საგარეო უწყება, ნეტგაზეთის, ბათუმელების და სხვა ქართული მედიების წინააღმდეგ

25 დეკემბერი, 2021 • 4881
რუსეთის საგარეო უწყება, ნეტგაზეთის, ბათუმელების და სხვა ქართული მედიების წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეტგაზეთს, “ბათუმელებს”, რადიო თავისუფლებას, მთავარ არხს, ტაბულას და სოვლაბს “საბჭოთა წარსულის საწინააღმდეგო პროპაგანდაში” ადანაშაულებს.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური ანგარიში ოქტომბერშია გამოქვეყნებული და ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმოიხილავს “ნაციზმის გმირობად წარმოჩენის საკითებს” და ა.შ.

ლავროვის უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში [საქართველოს თავი] ვკითხულობთ:

“საინფორმაციო რესურსებს, რომლებიც ავრცელებენ ისტორიის დამახინჯებულ ინტერპრეტაციებს „საბჭოთა წარსულის“ საწინააღმედგო პროპაგანდის სახით, მათ შორის დიდ სამამულო ომზე, მიეკუთვნებიან „სოვლაბი“, „რადიო თავისუფლების ქართული სამსახური“, „ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“, „ტაბულა“ (ეკუთვნის თამარ ჩერგოლეიშვილს, ოპოზოციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მეუღლეს) და მთავარი ანტისახელისუფლებო რუპორი „მთავარი არხი“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში დაკონკრეტებული არ არის, რომელი სტატიების გამო აკრიტიკებს რუსეთის საგარეო უწყება ჩამოთვლილ მედიებსა და სოვლაბს.

მასალების გადაბეჭდვის წესი