საზოგადოება

გარდაიცვალა ჯემალ ჭკუასელი, „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი

18 დეკემბერი, 2021 • 1372
გარდაიცვალა ჯემალ ჭკუასელი, „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი და მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ერისიონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გაავრცელა შაბათ დილას, 18 დეკემბერს.

ჯემალ ჭკუასელი 1986-2015 წლებში იყო „ერისიონის“ (1999 წლამდე – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, 2015 წლიდან კი – მთავარი დირიჟორი.

სწორედ ჯემალ ჭკუასელს უკავშირდება „ერისიონისთვის“, – დაახლოებით 130 წლის ისტორიის მქონე ანსამბლისთვის, – მოქმედი სახელის დარქმევა.

რამდენიმე თვის წინ, 2021 წლის მაისში გარდაიცვალა მისი მეუღლე, გიული ჭკუასელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი