საზოგადოება

ანონსი: ”2010 და მომავალი”

15 თებერვალი, 2010 •
ანონსი: ”2010  და  მომავალი”

 15  თებერვალს   17.00 საათზე   სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში”   გაიმართება  ილიას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის    დაარსების   დღესთან   დაკაშირებული პირველი  ოფიციალური  პრეზენტაცია   –   ”2010  და  მომავალი”.

  2006 წლის 15 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ახალი უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ილიას სახელს ატარებს.
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ლიბერალურ  განათლებასა  და  კვლევაზე   ორიენტირებული  პირველი   უნივერსიტეტია საქართველოში,  რომელიც 13  კვლევით  ინსტიტუტს,  სამ  კვლევით  ცენტრს  და  სამეცნიერო  ლაბორატორიას  აერთიანებს” – წერია უნივერისტეტის გავრცელებულ პრესრელიზში.

 პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება 2009 წლის ანგარიში,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული სტრუქტურა და მომავალი განვითარების გეგმები. ღონისძიებას დაესწრებიან  საქართველოს  მთავრობის,  პარლამენტის  და ბიზნესწრეების   წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი