კახეთში ჩიყვით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო GHN. ჩიყვის გავრცელების მიზეზად სასმელ წყალსა და საკვებში იოდის ნაკლებობა სახელდება.
ჩიყვის დასადგენად კახეთში ექიმთან ვიზიტი უფასოა. შესაბამისად, პაციენტების მიმართვიანობა რეგიონში მკვეთრად არის გაზრდილი.
ოფიციალური მონაცემებით 3870 შემთხვევა გამოვლინდა 2008 წელს, ხოლო გასულ წელს ეს ციფრი თითქმის გაორმაგდა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *