საზოგადოება

ბანკომატები ისეთივე დაბინძურებულია, როგორც საზოგადოებრივი ტუალეტები

15 იანვარი, 2011 • 1663
ბანკომატები ისეთივე დაბინძურებულია, როგორც საზოგადოებრივი ტუალეტები

ბრიტანელი მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბანკომატები ისეთივე დაბინუძრებულია, როგორც საზოგადოებრივი ტუალეტები წერს –  Daily Mail.

მოკრობიოლოგებმა კომპანიიდან BioCote ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქის,  სავაჭრო ცენტრების ბანკომატების კლავიატურებიდან და საზოგადოებრივი ტუალეტებიდან მიკრობიოლოგიური სინჯები აიღეს.

შედეგებმა აჩვენეს, რომ ბანკომატების კლავიატურა იგივე ბაქტერიებითაა დაბინძურებული, რითიც– საზოგადოებრივი ტუალეტები. დაბინძურების ხარისხობრივი შემადგენლობა ორივეგან ერთნაირი აღმოჩნდა.

აღმოჩენილი ბაქტერიების რიცხვში Pseudomonas და Bacillus  –ის ჯიშის წარმომადგენელი ბაქტერიები მოხვდნენ, რომლებიც ადამიანებში სხვადასხვა დაავადებას იწვევენ.

მკვლევარმა რიჩარდ ჰასტინგსმა და კომპანიამ BioCote ამ შედეგების შემდეგ 3 ათასი ბრიტანელი გამოკითხა, თუ რომელი ადგილებია, მათი აზრით,  ყველაზე მეტად ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე საზოგადოებრივი ტუალეტები აღმოჩნდნენ. მეორე ადგილზე სატელეფონო ჯიხურები და ავტობუსების გაჩერება დაასახელეს. ბანკომატების კლავიატურებმა მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავეს.

უფრო ადრე ამერიკელმა მეცნიერებმა  ლიფტების ღილაკების დაბუნძრება გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ მათზე 35–ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალტებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი