საზოგადოება

დირექტორების არჩევნები იწყება

3 თებერვალი, 2015 • 1138
დირექტორების არჩევნები იწყება

აჭარის
საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია მალე დაიწყება. სია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაიგზავნება, კონკურსი კი თებერვალში ჩატარდება.

აჭარის
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა, მათე ტაკიძემ `ბათუმელებთან~ განაცხადა: `კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი იმ სკოლაში დაიკავებს ადგილს, რომელშიც თავად ექნება დირექტორობის სურვილი. ადრინდელისგან განსხვავებით, ტერიტორიული პრინციპი გაუქმებულია. კონკურსში გამარჯვებულს გასაუბრება განათლების სამინისტროს არც ერთ თანამდებობის პირთან აღარ ექნება. კანდიდატი კენჭს მხოლოდ სამეურვეო საბჭოში იყრის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი