საზოგადოება

“თვითმკვლელობამდე მიყვანა დანაშაულია” – ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიების მოთხოვნა

18 სექტემბერი, 2015 • • 2449
“თვითმკვლელობამდე მიყვანა დანაშაულია” – ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიების მოთხოვნა

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პროკურატურამ დააკაოს ის პირები, რომლებმაც ხანუმ ჯეირანოვა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.

აქციის მონაწილე გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ ხანუმ ჯეირანოვა თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე ქმრის ნათესავებმა სოფლის ცენტრში საჯაროდ სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქმრის ღალატს აბრალებდნენ.

გელა მთივლიშვილის თქმით, ხანუმის ქმარი და მამა ასახელებენ იმ 4 პიროვნებას, რომელმაც ხანუმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ხანუმის ცემას ასევე ჰყავს მოწმეები, თუმცა პროკურატურას ჯერ არავინ დაუსჯია, ხოლო ხანუმის ქმარმა აჯი გასანოვმა არაეფექტური გამოძიების გამო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ხანუმი სცემა, ფეხში დაჭრა. აჯი გასანოვს სასამართლომ 7 წლით თავისუფლება აღუკვეთა. 

“ერთი წლის თავზე ხანუმ ჯეირანოვას საქმე არის გაუხსნელი და არავინ არის დასჯილი”, – ამბობს გელა მთივლიშვილი.

გელა მთივლიშვილის თქმით, სოფელში მცხოვრები ბევრი ადამიანი შეესწრო ხანუმის წამებას, თუმცა პოლიცას არ გამოუხაძეს, რადგან ამას ამართლებენ ტრადიციით.

აქციის მონაწილე და ორგანიზაცია “კავშირი საფარის” ხელსმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ჯეირანოვას საქმე გამოუძიებელია, რადგან პროკურატურას აქვს პოლიტიკური ნების ნაკლებობა, არ იძიებს ამ საკითხს, ვინაიდან ეს არის აზერბაიჯანული თემი და არ სურს ჩაერიოს მათ  ტრადიციებში.

პატარაია ამბობს, რომ პროკურატურას ჰყავს ათეულობით მოწმე. მას შემდეგ, რაც “საფარი” ჩაერთო საქმეში, დაკითხეს სამი ადამიანი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ხანუმ ჯეირანოვა სცემეს, მათ შორის განმბანავი, რომელმაც ბაია პატარაიას განცხადებით, დაადასტურა, რომ გარდაცვლილს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. 

“პროკურატურა მოქმედებს ისევ და ისევ მსხვერპლის საწინააღმდეგოდ და არა დამნაშავის საწინააღმდეგოდ”, – ამბობს ბაია პატარაია.

ბაია პატარაია მოითხოვს, რომ გამოძიებამ ხანუმის მამა ზაჰიდი სცნოს დაზარალებულად.

აქცია ხანუმ ჯეირანოვას საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან. 18.09.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი