ბავშვთა თვითნებური მასაჟები და ვარჯიშები კონტროლის მიღმა

ბრიტანულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “ბავშვთა მიმართ სასტიკი მოპყრობის პრევენციის ნაციონალური საზოგადოება” საშინელი უწოდა საქართველოში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ახალშობილს წყალში ავარჯიშებენ. NSPCC-მ ვიდეოს  წაშლის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა ფეისბუქსაც. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ ბავშვის ოჯახს ვერ მიაკვლიეს და ამასთან, არ აქვთ ცალსახა პასუხი, რამდენად საშიშია მსგავსი ვარჯიშები ბავშვებისთვის.