10:30 – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.
11:00 –თუმანიშვილის თეატრის ყოფილი მმართველი ზურა გეწაძე და თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ ,,კვირას“ პრეს-კლუბში ო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: რა პრობლემები შექმნა ახალმა კანონმა თეატრების შესახებ და რატომ ტოვებენ თეატრის ხელმძღვანელები თანამდებობებს.
11:30 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გიგი წერეთელი გამართავს პრეს-კონფერენციას.
11:30 – მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 –„ადამიანი კანონი თავისუფლებას“ თავმჯდომარე გიორგი ჭულუხაძე და პროექტის ხელმძღვანელი დასავლეთ საქართველოში გიორგი მღვდელაძე ქალაქ ქუთაისის საკრებულოში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდებიან და პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას გამართავენ.