საზოგადოება

ყავის მომზადების სპეციალისტი სოხუმის “პინგვინი”-დან თბილისის Carpigiani-ში

20 თებერვალი, 2015 •
ყავის მომზადების სპეციალისტი სოხუმის “პინგვინი”-დან თბილისის Carpigiani-ში

“არა მხოლოდ სოხუმელები იცნობენ ამირან გაგუას, მისი ქვიშაზე მომზადებული ყავის შესახებ სხვა ქალაქებიდან და ქვეყნებიდან ჩასულმა სტუმრებმაც იცოდნენ. როდესაც ამ კაფეს გახსნა და სამუშაოდ ამირანის მოწვევა გადავწყვიტეთ, ფეისბუქზე სოხუმელების [Сухуми и сухумцы] გვერდზე დავაანონსეთ. ასეთი გამოხმაურება ჯერ არაფერს ჰქონია. ყველა მოუთმენლად ელის ლეგენდარული ამირანის უკვე თბილისში ნახვას”, – ამბობს კაფის დირექტორი, რომელიც ასევე აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოში ცხოვრობს.


 

 

ამირან გაგუა კაფე carpigiani-ში ქვიშაზე ყავას ამზადებს
ამირან გაგუა კაფე carpigiani-ში ქვიშაზე ყავას ამზადებს

 

კაფე carpigiani გახნისთვის ემზდება
კაფე carpigiani გახნისთვის ემზდება

 

იმის მიუხედავად, რომ კაფეს სხვა სახელწოდება აქვს, მისი ინტერიერისა და ექსტერიერის გასაფორმებლად პინგვინების გამოსახულების სანათები მოიტანეს
იმის მიუხედავად, რომ კაფეს სხვა სახელწოდება აქვს, მისი ინტერიერისა და ექსტერიერის გასაფორმებლად პინგვინების გამოსახულების სანათები მოიტანეს

 

ამირან გაგუა აფხაზეთის ომის შემდეგ საცხოვრებლად ჯერ რუსეთში გადავიდა, იქაც “პინგვინი” გახსნა და ყავას ამზადებდა. მერე რამდენიმე წელი იტალიაში, გემზე იმუშავა. ბოლოს საქართველოში დაბრუნდა. ამბობს, რომ სოხუმში დაბრუნების იმედი აღარ აქვს.

 

“1992 წლის 14 აგვისტო იყო. ჩვეულებრივი სამუშაო დღე. კაფეში დამსვენებელიც ბევრი გვყავდა იმ დღეს. დავინახე, მანქანა გაჩერდა და ქალაქის პოლიციის უფროსი გადმოვიდა. ისეთი სახე ჰქონდა, მაშინვე ცუდმა აზრმა გამიელვა. მოვიდა და მითხრა, რომ ომი დაიწყო და კაფე უნდა დავკეტო სასწრაფოდ. ეს იყო ჩემი ბოლო სამუშაო დღე სოხუმში”,- ყვება გაგუა.  


სოხუმში დღეს კაფე “პინგვინი” ისევ არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს.


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი