საზოგადოება

ბორან Norman Atlantic-იდან ევაკუირებული მგზავრები [ფოტო]

29 დეკემბერი, 2014 •
ბორან Norman Atlantic-იდან ევაკუირებული მგზავრები [ფოტო]

ადრიატიკის ზღვაში, საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან Norman Atlantic-ში ხანძარი კვირას, 28 დეკემბერს, გამთენიისას გაჩნდა. ბორტზე 470 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მათგან მაშველებმა ამ ეტაპისთვის მხოლოდ 150-ის გამოყვანა შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში საბრძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 11 ვერტმფრენი მონაწილეობს. ვერტმფრენებით დაზარალებული მგზავრები გადაჰყავთ. 

 

საქართველოს ელჩი იტალიაში, კახა სიხარულიძე ადასტურებს, რომ გემზე, რომელმაც იტალიაში კატასტროფა განიცადა, საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა.


“8 ქართველი იყო გემზე, მათ შორის 5 არის ევაკუირებული, რომლებიც სხვა გემზე გადაიყვანეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ ორ ქართველს შორის ერთი სასულიერო პირია. საკონსულოს სანაოსთან მუდმივი კავშირი აქვს და სხვა დამატებით დეტალებზე ინფორმაცია მოგვიანებით გვექნება,”- განუცხადა ელჩმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.










მასალების გადაბეჭდვის წესი