აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა სოციალური კვლევების ცენტრის შექმნის შესახებ განკარგულებას.
დოკუმენტის შესაბამისად, ცენტრი დაკავდება საზოგადოებრივი განწყობების დინამიკის სისტემური ანალიზით.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებისთვის, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სამეცნიერო მიდგომებს გამოიყენებენ.
აზერბაიჯანში არ არსებობს სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს და სომხეთის მსგავსად, ამა თუ იმ საკითხზე საზოგადოებრივ განწყობებს გამოიკვლევდა.
კავკასიის ბარომეტრის, CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ კვლევა აზერბაიჯანში 2013 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა, ამავე დროს სქართველოსა და სომხეთში აღნიშნული კვლევა ორჯერ ჩატარდა.
Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება.