საზოგადოება

“დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ”

16 ივნისი, 2014 •
“დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ”

როგორც კამპანიის ავტორები წერენ, კამპანია “დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ” არ წარმოადგენს მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ანტიპათიის გამოხატულებას.

 

“ახალგაზრდა მწვანეებს გვსურს, ჩვენი კამპანიის – “დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ” საშუალებით ხაზი გავუსვათ ჯიპების მიმართ არსებული დაუოკებელი ვნებების პატრიარქალური საფუძვლების არსებობას/გავლენას. დიდი ავტომობილები ზრდის ძალაუფლებას და ისევე პარადოქსულად ამყარებს საკუთარ სოციალურ პოზიციებებს, როგორც წარმოსახვითი თუ რეალური ფალოსი,”- წერია ჯგუფის გვერდზე. 

 

“ახალგაზრდა მწვანეები” მიიჩნევენ, რომ ურბანულ გარემოსთან ადაპტირებული დიდი ავტომობილების უკან ეკოლოგიურ უსამართლობასთან ერთად სოციალური უსამართლობის მსხვილი ჯაჭვია.

“მასიური ავტომობილები მასიურ ძრავაზე მუშაობენ, რაც თავის მხრივ, მრავალჯერ ზრდის ნავთობზე მოთხოვნას. ნავთობზე მოთხოვნა და მისი მარაგი გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში სპეკულაციის მთავარი მექანიზმია, რასაც მხოლოდ უკანასკნელი დეკადის განმავლობაში მილიონამდე უდანაშაულო ადამანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან გამომდინარე, ჯიპის მფლობელთა კომფორტის მოთხოვნილებით განმტკიცებული უსამართლობის დანახვა მარტივია. ხშირად ლოკალურ კონტექსტზე ფიქრი გლობალური პასუხისმგებლობას უსწრებს წინ, ამიტომაც აუცილებელია, ქართულ რეალობაში ჯიპებზე, როგორც კლასობრივი ჩაგვრის მახასიათებელზე ვისაუბროთ. დიდი ავტომობილების მაღალი ფასი მათი მფლობელების მაღალ სოციალურ კლასთან მიკუთვნებულობას უსვამს ხაზს, რაც ხშირ შემთხვევაში გადაიზრდება მართვის უპასუხისმგებლო მანერაში. ჯიპების პრივილეგიები გამოხატულია როგორც საჯარო სივრცის არაპროპორციულად ათვისების, ისე სხვა მოძრავი ობიექტებისა თუ სუბიექტების მიმართ სრული უგულებელყოფის ტენდეციით. მსგავი პრივილეგიის არსებობა კლასობრივ უთანასწორობას უკიდურესად ააშკარავებს და საზოგადოებას ჰყოფს “ჯიპიანებად” და დანარჩენებად.” 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი