კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში ზედმეტი წონის პრობლემა მამაკაცებში უფრო მაღალია: სიმაღლესთან შედარებით ზედმეტი წონა აქვს მამაკაცების 58%-ს, ხოლო ქალების – 44%-ს.

 

ამასთან, ქალები უფრო კრიტიკულები არიან საკუთარი წონის მიმართ – ქალების 60%-ს აქვს წონაში დაკლების სურვილი. ზედმეტი კილოგრამების მოშორებას მამაკაცების მხოლოდ 42% ისურვებდა. საკუთარი წონის კონტროლის მიზნით, ქალები უფრო მიმართავენ სხვადასხვა სახის დიეტას, ვიდრე მამაკაცები. ბოლო 6 თვის მანძილზე დიეტა დაიცვა ქალების 25%-მა და მამაკაცების 17%-მა.

 

ACT-მ კვლევისთვის გამოიყენა წონის გაზომვის საერთაშორისო ფორმულა – სხეულის მასის ინდექსი (BMI). [BMI-ს გამოსათვლელად წონა იყოფა სიმაღლის კვადრატზე (W:H ). 18.5-მდე ქულა ზედმეტად სიგამხდრეს მიუთითებს, 18.5-24.9 ითვლება ნორმად, 25-29.9 ზედმეტი წონაა, ხოლო 30+ არის ჭარბი წონის მაჩვენებელი].

 

გამოკითხვა ჩატარდა 409 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2014 წლის აპრილში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

თბილისელთა წონის მაჩვენებელი BMI ინდექსის მიხედვით
თბილისელთა წონის მაჩვენებელი BMI ინდექსის მიხედვით

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *