მსახიობი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმებით: “კარამელი’” (Hard Candy) და “ჯუნო’” (Juno), თავისი სექსუალურ ორიენტაციის შესახებ ლგბტ პირების უფლებადამცველი ერთ–ერთი მსხვილი ამერიკული ორგანიზაციის Human Rights Campaign (HRC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ისაუბრა:
‘’დავიღალე მალვით და დუმილით, წლების მანძილზე ვიტანჯებოდი, რადგან მეშინოდა ამის თქმის, მაგრამ მე დღეს თქვენთან ერთად ვარ და მე ეს გადავლახე’’ – განაცხადა ელენ პეიჯმა.
მსახიობმა ასევე ისაუბრა ჰომოსექსუალების მიმართ ტოლერანტობაზე: ‘’ ჩვენ ვიმსახურებთ სიყვარულს მთელი სისავსით, სირცხვილისა და კომპრომისების გარეშე.’’




