2013 წლის 13 იანვრის მონაცემების მიხედვით, რადიოს კვირაში ერთხელ მაინც 44% უსმენდა, ხოლო 2013 წლის ბოლოს ეს რაოდენობა 52%-მდე გაიზარდა.
კვლევა საქართველოს 14 დიდ ქალაქში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ რადიოს ყველაზე მეტი მსმენელი სხვა ქალაქებს შორის ქუთაისში ჰყავს. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ რადიომსმენელის მესამედი რადიოს უსმენს დღის რაღაც მონაკვეთში მაინც.
კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ რადიოს ახლა უფრო მეტხანს უსმენენ, ვიდრე ერთი წლის წინ. 2013 წლის დასაწყისში რადიომსნელები რადიოს საშუალოდ 68 წუთის განმავლობაში უსმენდნენ, ხოლო 2013 წლის ბოლოს ეს მაჩენებლი 91 წუთამდე გაიზარდა.
რიჩ მაკკლეარი, IREX-ის რადიოკონსულტანტი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ახალმა პლატფორმებმა, როგორიცაა ინტერნეტი, სმარტფონები, პლანშეტები რადიოს განვითარების მეტი საშუალება მისცა.
“მართალია, ჩვენ კვლევა არ გვეუბნება, თუ რატომ გაიზარდა მსმენელთა რიცხვი, მე ვხედავ, რომ მაუწყებლები უფრო მრავალფეროვანი პროგრამებით იზიდავენ მიზნობრივ ჯგუფებს”,- განაცხადა მაკკლეარმა.
კვლევა ამბობს, რომ 41% რადიოს უსმენს რადიომიმღების საშუალებით, 5%- ინტერნეტით, ხოლო 20%-მობილური საშუალებებით. რიჩ მაკლერი ამბობს, რომ 20%-ს ახალგაზრდები შეადგენენ და ისინი არიან რადიოს “მომავალი”.
“მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის” დირექტორის, კამანანა მოდებაძის თქმით, სულ 13 ათასი ადამიანი გამოიკითხა და 30 ათასამდე ინტერვიუ ჩატარდა. კვლევა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა აღნიშნული კვლევა არ იყო პანელური და ერთი იგივე ადამიანები არ გამოკითხულან.
მანანა მოდებაძე ამბობს, რომ რეპრეზენტატულობის დაცვა წინასწარ შემუშავებული კატეგორიების შეშვეობით მოახერხეს. სქესი, ასაკი, დასაქმება, მანქანის ქონა და სოციალური მდგომარეობა იყო ცვლადები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს კვლევის შედეგებზე.
რადიოს მამაკაცების უფრო მეტი პროცენტი უსმენს, ვიდრე ქალების. მამაკაცების 55%-მდე უსმენს რადიოს, ხოლო ქალების – 45%. რიჩ მაკკლეარი განმარტავს, რომ რადიოსადგურები იმ გადაცემების ნაკლებობას განიცდიან, რომლებიც ქალების პრობლემებზეა ფოკუსირებული.
რაც შეეხება ახალგაზრდებს, 35 წლამდე რადიოსმსმენელს, ისინი რადიოს დილით ფაქტობრივად არ უსმენენ, საღამოს საათებში კი უსმენენ. ხოლო 35 წელზე მეტი ასაკის ადამიანები რადიოს თითქმის მთელი დღის განმავლობაში უსმენენ, თუმცა მათი პიკი არის დილის საათებში.
დასაქმებულები დილას და საღამოს უსმენენ რადიოს, ხოლო დაუსაქმებლები- შუადღის პერიოდში. მანანა მოდებაძე განმარტავს, რომ შესაძლებელია შუადღის აუდიტორია საქართველოში ყალიბდება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რადიოში რეკლამების დამკვეთებისთვის.
კვლევის შედეგების მიხედვით, მანქანა მეორე ადგილზე იმ ადგილებს შორისაა, სადაც რადიოს უსმენენ. მანქანის მქონე რადიომსმენელის 60-70% რადიოს დილის საათებში უსმენს უფრო მეტად, ხოლო საღამოს თითქმის არ უსმენენ, მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც მანქანა არ აქვთ, რადიოს გვიან ღამით უფრო უსმენს.
კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია რადიოსადგურებსა და რეკლამის დამკვეთებს დაეხმარებათ სამიზნე აუდიტორიის არჩევაში დაეხმარებათ.