საზოგადოება

თბილისელებისთვის ბიჭების დამოუკიდებლად საცხოვრებლად გაშვება უფრო მისაღებია, ვიდრე გოგონების

24 იანვარი, 2014 • • 1122
თბილისელებისთვის ბიჭების დამოუკიდებლად საცხოვრებლად გაშვება უფრო მისაღებია, ვიდრე გოგონების

როგორც აღმოჩნდა, თბილისელთა ორი მესამედისთვის (66%) შვილის ცალკე ცხოვრება 18 წლის შემდეგ მისაღებია, ხოლო 34%-ისთვის – მიუღებელი ან სრულიად მიუღებელი (13% და 21% შესაბამისად).

 

განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა მონაცემების სქესის ჭრილში გაანალიზებისას. ბიჭების დამოუკიდებლად საცხოვრებლად გაშვებას თბილისური საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი უყურებს ტოლერანტულად – გამოკითხულთა მხოლოდ 37% მიიჩნევს მისაღებად გოგონას ცალკე საცხოვრებლად გაშვებას, ხოლო ბიჭის ცალკე გაშვება მისაღებია თითქმის ორჯერ მეტი თბილისელისთვის (64%).  

 

გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის 2014 წლის იანვარში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,7%-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი