საზოგადოება

თბილისში ჩახუტების დღე აღნიშნეს [ფოტო]

21 იანვარი, 2014 •
თბილისში ჩახუტების დღე აღნიშნეს [ფოტო]

აქციის მონაწილეები “პუშკინის სკვერში” შეიკრიბნენ, რათა სიმბოლურად, ბუშტებითა და ერთმანეთის ჩახუტებით გაეგზავნათ მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ ზიზღისა და სიძულვილის გარეშე, დადებითი ემოციებითა და ერთმანეთის სიყვარულით, პატივისცემით, ცხოვრება უკეთესია.

 

აქციის მონაწილისა და მოძრაობა “ქართული რეალობის” თავმჯდომარის, ლანა ნეფარიძის თქმით, აქციის მიზანი იყო “ლამაზი ფორმით”, ბევრი ნეგატიური ამბის შემდეგ, საზოგადოებისათვის შეეხსენებინათ “ჩახუტების საერთაშორისო დღის” არსებობა.

 

‘’ჩახუტება არის უფასო. შეგვიძლია გავუზიაროთ დადებითი ნებისმიერ ადამიანს და არ მოვთხოვოთ საპასუხოდ არაფერი, და ცხოვრება იქნება გაცილებით მშვიდი და ბედნიერი. ვფიქრობ, რომ ასეთი დღე მხოლოდ 21 იანვარს არ უნდა იყოს და ის შეიძლება იყოს კვირის ნებისმიერ დღეს, თვის ნებისმიერ რიცხვში და ა.შ. და ა.შ.’’,- უთხრა ‘’ნეტგაზეთს’’ ლანა ნეფარიძემ.

 

პუშკინის სკვერიდან მსვლელობის შემდეგ აქცია მშვიდობის ხიდზე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი