საზოგადოება

კოლორადოს შტატში მარიხუანას მოხმარება 1 იანვრიდან ლეგალური ხდება

29 დეკემბერი, 2013 •
კოლორადოს შტატში მარიხუანას მოხმარება 1 იანვრიდან ლეგალური ხდება

მოსახლეობას შეეძლება მარიხუანა ალკოჰოლის მსგავსად შეიძინოს, თუმცა შეზღუდვები არსებობს რაოდენობასთან დაკავშირებით. მყიდველს მხოლოდ 1 უნციის (28,3 გრ) რაოდენობის მარიხუანას შეძენა შეუძლია, რომლის ღირებულებაც 200 დოლარდან იწყება. კოლორადო გახდება პირველი შტატი, სადაც რეკრეაციული მარიხაუანას (არასამედიცნო მიზნით მარიხუანას მოხმარება) მაღაზიები გაიხსნება. კოლორადო ასევე გახდება პირველი ადგილი მსოფლიოში, როცა მარიხუანა მარცვლის მდგომარეობიდან გაყიდვამდე დარეგულირდება. 

 

კოლორადოში მარიხუანას ლეგალიზება ამომრჩევლის სურვილია, რომლის სასარგებლოდაც 65%–მა მისცა ხმა. მარიხუანას ლეგალიზების საკითხი დადებითად უნდა გადაწყვეტილიყო ვაშინგტონშიც, თუმცა ვაშინგტონში მარიხუანას საცალო ვაჭრობის მაღაზიები 2014 წლის ბოლომდე არ გაიხსნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი