საზოგადოება

“შეიფარე დღეს!”- ფემინიტების აქცია უსახლკაროების უფლებების დასაცავად [ვიდეო]

18 ოქტომბერი, 2013 •
“შეიფარე დღეს!”- ფემინიტების აქცია უსახლკაროების უფლებების დასაცავად [ვიდეო]

აქცია საკრებულოს წინ 13:00 საათზე დაიწყო. 30-მდე ადამიანი ტრანსპარანტებით – “შე(მ)იფარე,” “რამდენი ადამიანი გაიყინება წელს?” “დღეს მე, ხვალ ვინ?” “არ გამწირო” – შეიკრიბა. 

 

აქციის მსვლელობის დროს თბილისის საკრებულოს შენობიდან გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც საკრებულოს წევრებთან ერთად უსახლკაროების, სპეციალური საჭიროებების მქონე მოქალაქეების, მოხუცების საკითხებზე შეხვდრა გამართა. 

 

ნანუაშვილმა აქციის მონაწილეებთან და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრები დაინტერესებული არიან ამ საკითხების მოგვარებით და სახალხო დამცველის ოფისთან ითანამშრომლებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი