იმის შესახებ ნეტგაზეთს სასჯელარსრულების მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
“როდესაც გამოვაცხადეთ ტენდერი, ჩავდეთ პირობა, რომ პატიმრების გარდა, პროგრამა 10 000 მოქალაქეზე გავრცელდება,”- ამბობს თალაკვაძე.
უკვე მიმდინარე წლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მთლიანად დაფარავს C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობის ხარჯებს და ასეულობით ადამიანი ეტაპობრივად გაივლის სამკურნალო კურსს.
სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებით, C ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელ პრეპარატს, სახელმწიფო 60 ან 65 აშშ დოლარად შეიძენს. აღნიშნული პრეპარატის ღირებულება საცალო გაყიდვის ქსელში დღეს 285 აშშ დოლარია.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამავე, სატენდერო ფასში იყიდის ამ მედიკამენტს 10 000 მოქალაქე. მოქალაქეებისთვის ეს პროგრამა მანამდე გაგრძელდება, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო არ მოამზადებს საკუთარ პროგრამას.
სამინისტროს ინფორმაციითვე, დამატებითი დეტალები პროგრამის შესახებ სატენდერო კომისიის დასკვნის მიღებისთანავე გავრცელდება.