საზოგადოება

11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნა საქართველოში [VIDEO]

12 სექტემბერი, 2013 • 906
11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნა საქართველოში [VIDEO]

“აშშ არის ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც მართლაც ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა, თანაგრძნობა ამერიკელი ხალხისადმი, და არა მხოლოდ მათ მიმართ. ტერორიზმი 21-ე საუკუნის სენია, რომელიც არა მარტო ამერიკელ ხალხს ეხება. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება, როგორც ტერორიზმისადმი, ასევე ყოველგვარი ძალადობისადმი,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი, ოლეგ ხუბაშვილი. 


შეხვედრას საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მრევლის წევრები, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ამერიკის ელჩის მრჩეველი ადმინისტრაციულ საკითხებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, დავით ლორთქიფანიძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი და ლუთერანული, ევანგელისტური ეკლესიისა და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


„ალ ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოაწყო. კამიკაძე ტერორისტებმა ამ დღეს 4 სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცეს. მათგან ორი დაეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 2 ცათამბჯენს ნიუ იორკში, ერთი დაეჯახა პენტაგონის შენობას, ერთი კი თავად თვითმფრინავის მგზავრების მცდელობის შედეგად იმ დროს ჩამოვარდა, როცა ტერორისტებს ავიალაინერის დაჯახება თეთრი სახლისთვის უნდოდათ. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი