საზოგადოება

საშემოდგომოდ 7551 წვევამდელს გაიწვევენ

28 აგვისტო, 2013 • 1154
საშემოდგომოდ 7551 წვევამდელს გაიწვევენ

7551 წვევამდელი სხვადასხვა უწყებაში შემდეგნაირად გადანაწილდება: 

  •  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გაიწვევენ 4730 მოქალაქეს;
  •  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში – 1480 მოქალაქე;
  •  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარები საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში – 1341 მოქალაქე.

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-27 წლამდე ახალაგაზრდები ექვემდებარებიან. წვევამდელების გაწვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აწარმოებს. 

 

სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობა ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით, ჯარიმით – 1000 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ  წვევამდელი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების ან შეტყობინებას უგულებელყოფს (მითითებულ ვადაში მითითებულ ადგილზე გამოუცხადებლობა), წვევამდელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

 

იმ  მოქალაქეებისთვის, რომელთა რელიგიურ მრწამსს ან პოლიტიკურ შეხედულებებს სავალდებულო-სამხედრო სამსახურის მოხდა ეწინააღმდეგება, „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონის ფარგლებში შეუძლიათ არასამხედრო დაწესებულებებში იმსახურონ. 

 

ასეთ დაწესებულებებს შორისაა რელიგიური, სამედიცინო, კომუნალური მომსახურების, სამაშველო, სამოქალაქო დანიშნულების, სამშენებლო, სარემონტო ობიექტები.

 

2013 წლის საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი