საზოგადოება

ოცნება, რომელმაც მსოფლიო შეცვალა -50 წელი [Video]

26 აგვისტო, 2013 • 2316
ოცნება, რომელმაც მსოფლიო შეცვალა -50 წელი [Video]

“50 წლის წინ, მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ოცნება გაგვიზიარა. ამ ოცნებამ მსოფლიო შეცვალა. შემოგვიერთდით დღეს, 26 აგვისტოს, 14:00 საათზე დოკუმენტური ფილმის „მსვლელობა“ ონლაინ ჩვენებაზე. ფილმი 1963 წელს ვაშინგტონისკენ სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლთა მსველობას ასახავს. აღნიშნეთ ეს ისტორიული მოვლენა და გაესაუბრეთ სამოქალაქო უფლებების ექპერტებს!”- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში. 

 

 

“ვაშინგტონის მარში” შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მანიფესტაციაა, რომელიც აფრო-ამერიკელების სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებების აღიარების მოთხოვნით გაიმართა. 1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონის მემორიალთან 250 ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც რასობრივი დისკრიმინაცია გააპროტესტეს. ამ მანიფესტაციაზე მარტინ ლუთერ კინგმა, მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, წარმოთქვა მისი ცნობილი გამოსვლა “მე მაქვს ოცნება,” რომელშიც თანასწორობას მოითხოვდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი