საზოგადოება

რომის პაპი: ვინ ვარ მე, რომ გეები განვსაჯო?

29 ივლისი, 2013 • • 1679
რომის პაპი: ვინ ვარ მე, რომ გეები განვსაჯო?

“თუ ადამიანი გეია, ეძებს ღმერთს და კეთილი ნება აქვს, ვინ ვარ მე, რომ იგი განვსაჯო?”

 

“პაპის პოზიცია გაცილებით შემრიგებლურია ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე მისი წინამორბედის, გადამდგარი რომის პაპის ბენედიქტ მეთექსვსმეტის” – წერს BBC-ი. 

 

რაც შეეხება ქალი მღვდლების საკითხს, რომის პაპის განცხადებით, ეკლესიის პოზიცია უარყოფითია, თუმცა, მისივე თქმით, ქალთა როლი შეზღუდული არ უნდა იყოს. 

 

“ჩვენ არ შეგვიძლია შევზღუდოთ ქალთა როლი ეკლესიაში კონკრეტული მსახურებით მხოლოდ, ან საქველმოქმედო საქმიანობის ხელმძღვანელობით. მათი როლი მეტი უნდა იყოს,”– განაცხადა მან. 

 

ბენედიქტ მეთექვსმეტის ადგილის დაკავებიდან 5 თვის თავზე ახალმა პაპმა განაცხადა, რომ გეები სრულიად მიღებული უნდა იყვნენ საზოგადოებაში. 

 

“კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო ამას ხსნის ძალიან კარგად. ის ამბობს, რომ გეები არ უნდა იყვნენ მარგინალიზებული ჰომოსექუალობის გამო, და რომ ისინი ინტეგრირებული უნდა იყვნენ საზოგადოებაში”. 

 

თუმცა პაპმა გაკიცხა გეების ლობირება, რასაც ის ასე აღწერს:

 

“პრობლემა არის არა ორიენტაციაში. ჩვენ ძმები უნდა ვიყოთ, პრობლემა არის ამ ორიენტაციის ლობირებაში, პოლიტიკურ ლობისტებში, მასონურ ლობისტებში, იმდენი ლობისტია. ეს უფრო უარესი პრობლემაა” -განაცხადა რომის პაპმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი