საზოგადოება

“პარტიზანული მებაღეობა” კუს ტბაზე ნერგების ამოთხრას ეწინააღმდეგება [Video/Photo]

29 ივლისი, 2013 • 1163
“პარტიზანული მებაღეობა” კუს ტბაზე ნერგების ამოთხრას ეწინააღმდეგება [Video/Photo]

აქცია შემოღობილი ტერიტორიის მიმდებარედ გაიმართა. “პარტიზანული მებაღეობის” ხელმძღვანელი ნატა ფერაძე იმ მანქანაზე ავიდა, რომლითაც ნერგები უნდა ამოეთხარათ. ადგილზე მისულმა პოლიციამ ნატას მანქანიდან ჩამოსვლა სთხოვა, თუმცა იგი მანქანიდან არ ჩამოვიდა. მისი მტკიცებით, ამ პერიოდში ამოთხრილი ნერგები ვერ გადარჩებიან. 

 

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ნერგების თხრა მერიის მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით ხდებოდა, შესაბამისად, მათი ქმედება კანონსაწინააღმდეგო არ იყო. პოლიციამ შეადგინა ორდერი, რომლშიც ნატა ფერაძის მოთხოვნები გაითვალისწინა. “მწვანე მებაღეობის” წარმომადგენლების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ბრიგადამ ხეების ამოთხრა შეწყვიტა. 

 

მათ უკვე ამოღებული ხეები მარლვის ტერიტორიაზე უნდა დარგონ. “მწვანე მებაღეობის” წარმომადგენლებმა არ იციან, როდემდე გადაიდო ხეების ამოღება. 

 

ტერიტორია, რომელზეც ხეების ამოთხრა მიმდინარეობდა, კერძო საკუთრებაშია. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგნლის ერეკლე ურუშაძის განმარტებით, ტერიტორიას შპს “ოტიუმი” ფლობს, რომელიც მთაწმინდის ყოფილი მაჟორიტარის არჩილ გეგენავას კუთვნილი კომპანიიის “ემ ჯგუფის” საკუთრებაშია. “საერთაშორისო გამჭრვალობა” საკითხს იკვლევს და ეჭვი აქვს, რომ თბილისის მერიასა და კომპანიას შორის კორუფციული გარიგება შედგა.  ნატა ფერაძის თქმით, ტერიტორიაზე რესტორნის მშენებლობა მიმდინარეობს. შემოღობილ ტერიტორიაზე საინფორმაციო აბრა გამოკრული არ არის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი