საზოგადოება

რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია ქვების სროლის გარეშე წარიმართოს

27 ივლისი, 2013 • • 1280
რიჩარდ ნორლანდი: მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანია ქვების სროლის გარეშე წარიმართოს

“ჩვენ გვინდა მივულოცოთ დავით ბაქრაძეს, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა. ვფიქრობ, რომ წინ გველოდება საინტერესო და კონკურენტუნარიანი საარჩევნო კამპანია. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა საკუთარი კანდიდატები, ასევე, დასახელდნენ სხვა პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატები. ეს დიდი ნაბიჯია საქართელოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ჩვენ ვულოცავთ ყველა კანდიდატს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმართოს დებატები და კამპანია წარიმართოს მშვიდობიანად, ყოველგვარი ბოთლებისა და ქვების სროლის გარეშე. შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება დიდი ინტერესით დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას”– განაცხადა ნორლანდმა. 

 

დღეს, 27 ივლისს, თბილისში  “ნაციონალური მოძრაობის” პრაიმერის დასკვნითი ტური გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით ბაქრაძე იქნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი