საზოგადოება

ჭარბი წონის გამო მამაკაცს ახალი ზელანდიიდან აძევებენ

27 ივლისი, 2013 • • 942
ჭარბი წონის გამო მამაკაცს ახალი ზელანდიიდან აძევებენ

BBC–ის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის საემიგრაციო სტრუქტურის წარმომადგენლებმა ალბერტ ბუითენიუს განუცხადეს, რომ მას “ჯანმრთელობის მისაღები სტანდარტს არ აქვს”. იგი 130 კილოგრამს იწონის. 

 

შეფ– მზარეული ახალი ზელანდიიდან გაძევების საფრთხის წინაშე დგას, მიუხედავად იმისა, რომ 30 კილოგრამი დაიკლო იმ 6 წლის მანძილზე, რაც ქალაქ კრაისტჩერჩში ცხოვრობს.  ალბერტ ბუითენიუ და მისი ცოლი აღნიშნულ ქალაქში 2007 წელს დასახლდნენ, იმ დროისთვის შეფ–მზარეული 160 კილოგრამს იწონიდა. 

 

ბუითენიუს ცოლის, მათის განცხადებით, ისინი ყოველწლიურად ანახლებდნენ სამუშაო ვიზას და არასდროს დამდგარა ჭარბი წონის საკითხი, როგორც პრობლემა. 

 

“მათ არასდროს აღუნიშნავთ ალბერტის მძიმე წონა ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მით უმეტეს, ის ბევრად მეტს იწონიდა მაშინ”– აცხადებს მათი. 

 

თუმცა 2013 წლის მაისში წყვილს  სამუშაო ვიზაზე უარი ალბერტ ბუითენიუს წონის გამო უთხრეს.

 

“ირონიაა ის, რომ ამ მომენტისთის იგი უფრო ნაკლებს იწონის, ვიდრე მაშინ, როცა პირველად ჩამოვიდა ახალ ზელანდიაში”.– განაცხადა ალბერთ ბეითენიუს ცოლმა. 

 

წყვილმა ახალი ზელანდიის იმიგრაციის მინისტრს მიმართა, შეამოწმოს შეფ–მზარეული წონის კლება, თუმცა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, მათი მიმართვა სტრუქტურამ უარყო, რადგან სიმსუქნემ უკვე მნიშვნელოვანი რისკი შეუქმნა მას დიაბეტის, ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების განვითარების კუთხით. 

 

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიგრანტს ჯანმრთელობის მდგომარეობის მისაღები სტანდარტი ჰქონდეს. რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სერვისის მოთხოვნები და ხარჯები”– განაცხადა პრესსპიკერმა. 

 

განვითარებულ ქვეყნებს შორის ახალ ზელანდიას სიმსუქნის ერთ–ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს. მოსახლეობის 30% ჭარბწონიანია. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი