საზოგადოება

CRRC: კავკასიის მოსახლების ყველა ასაკობრივი თუ გენდერული ჯგუფი ერთნაირად ჰომოფობიურია

24 ივლისი, 2013 • 1920
CRRC: კავკასიის მოსახლების ყველა ასაკობრივი თუ გენდერული ჯგუფი ერთნაირად ჰომოფობიურია

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 24 ივლისს თავის ბლოგზე გამოაქვეყნა მიმოხილვა 2011 წელს მიღებული შედეგისა და 2013 წლის 17 მაისს თბილისში და 2012 წლის 21 მაისს ერევანში მომხდარ მოვლენებს შორის კავშირის თაობაზე. 2013 წლის 17 მაისს თბილისში ანტიფომოფობიური აქციის მონაწილეებს მათ წინააღმდეგ შეკრებილი ადამინები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 2012 წლის 21 მაისს ლგბტ აქტივისტები კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღის აღსანიშნავ აქციას შეუერთდნენ, რომლებსაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

CRRC-ის მიხედვით, კავკასიის ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანა 2011 წლის მიხედვით სომხეთია. მას საქართველო და  აზერბაიჯანი მოჰყვებიან. 2011 წელს კავკასიის ბარომეტრის შეკითხვა ასეთი იყო: “გამართლებულია თუ არა ჰომოსექსუალობა?” შეკითხვაზე პასუხი 10- ბალიანი შკალით უნდა შეეფასებინათ. შკალაზე უდიდესი ქულა შეეფარდებოდა პასუხს- “ყოველთვის გამართლებულად მიმაჩნია” და უდაბლესი- “ყოველთვის გაუმართლებლად მიმაჩნია”. გამოკითხულთა უმრავლესობამ სამივე ქვეყანაში ჰომოსექსუალობა ყველა შემთხვევაში გაუმართლებლად მიიჩნია.

პასუხი- “ყოველთვის გაუმართლებლად მიმაჩნია” სამივე რესპუბლიკაში უმეტესობამ აირჩია: სომხეთი- 96%, საქართველო- 87%, აზერბაიჯანი -84%.

კვლევამ ყურადღება მიაქცია იმასაც, არსებობდა თუ არა სქესის, დასახლების ტიპისა და ასაკის ნიშნით განსახვებული დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ისევე, როგორც ამიერკავკასიაში, განსხვავება უმნიშვნელოა.

“რადენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდა ასაკისანი, ქალაქის მაცხოვრებელი მოსახლეობა და ქალები უფრო ტოლერანტული არიან ჰომოსექსუალობის მიმართ. “პიუს კვლევის ცენტრის” მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევა, “გლობალური დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის მიმართ” ამბობს, რომ “ზოგიერთ ქვეყანაში ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახალგაზრდა ადამიანები ასაკოვნებზე უფრო მეტად ტოლერანტული არიან ჰომოსექსუალობის მიმართ. ხოლო ქალები შედარებით მეტ მიმღებლობას იჩენენ კაცებთან შედარებით.” თუმცა, სამხრეთკავკასია ამ მხრივ განსხვავდება. სამივე რესპუბლიკაში ჰომოფობიის მიმართ- ასაკის, გეორგაფიული დანაწილებისა და სქესის მიუხედავად- მსგავსი დამოკიდებულებაა. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ყოველი 5 ადამიანიდან 4–სთვის ჰომოსექსუალობა ერთნაირად მიუღებელია სოფელში, ქალაქსა და დედაქალაქში. იგივე შეიძლება ითქვას ქალებსა და კაცებზე. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები (18-35, 36-55, და 56+) ერთნაირად ჰომოფობიურია,”– ნათქვამია CRRC-ის ბლოგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი