საზოგადოება

“არტ-გენი 2013”–ის დასკვნითი ნაწილი გაიხსნა [ფოტო]

14 ივლისი, 2013 • • 1000
“არტ-გენი 2013”–ის დასკვნითი ნაწილი გაიხსნა [ფოტო]

‘”არტ-გენი 2013”-ის რეგიონალური ფესტივალი 4 ივლისს გაიხსნა თელავში, 7 ივლისს კი მარტვილში გაგრძელდა.”არტ-გენი 2013” ეროვნული კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად ეძღვნება ქართულ პოლიფონიასა და მრავალხმიანობას.


“მრავალხმიანობა არის ქართული კულტურისთვის ის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რითაც ჩვენი ადგილი დავიკავეთ მსოფლიო კულტურაში. ამასთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე, გურიიდან უხუცესთა ანსამბლი ”იადონი” ჩვენი ღონისძიების  დასრულების შემდეგ მიგვყვავს ინგლისში ყველაზე ცნობილ ფესტივალზე და იქ უკვე საქართველოს სახელით მთელი მსოფლიოს წინაშე  წარსდგებიან და გააცნობენ ქართულ კულტურას”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში ფესტივალის ორგანიზატორმა თამარ მელიქიშვილმა.


 წელს ”არტ-გენს” ათი წელიწადი შეუსრულდა, ამ ათი წლის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ასზე მეტი კონცერტი და ღონისძიება ჩატარდა.

 

 ფესტივალის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია, ხოლო გენერალური სპონსორი- ბანკი ”კონსტანტა”. მსურველებს ფესტივალზე 14 ივლისიდან 22 ივლისამდე შეეძლებათ მისვლა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი