საზოგადოება

თბილისში ლუდის ფესტივალი 2013 იმართება [ფოტო]

13 ივლისი, 2013 • 1929
თბილისში ლუდის ფესტივალი 2013 იმართება [ფოტო]

ფესტივალზე ლუდის ანგარიშსწორება კუპონებით მოხდება, ერთი კუპონის ფასი 1.50 ლარია. ცივ ლუდთან ერთად  სტუმრებს მუსიკის მოუსმენის საშუალებაც ექნებათ. 13 ივლისს ვარდების რევოლუციის მოედანზე იმღერებენ: მელოუ, SvanSikh-ი,  LOUDspeakers  სალიო. 14 ივლისს კი :ზარები, ზურგი, ელენე კალანდაძე და შინი. 


ფოტო: კატო კოპალეიშვილი
ფოტო: კატო კოპალეიშვილი


ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ლუდი ნატახტარი, მთიელი, ეფესი კაიზერი და კოზელი. 


როგორც კომპანია “ნატახტარის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა   ნიმო სურმავამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ფესტივალი მთელ საქართველოს მოიცავს და მასზე  ათასობით ადამიანს ელიან. ფესტივალი პირველად 2010 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. 

ფოტო: კატო კოპალეიშვილი
ფოტო: კატო კოპალეიშვილი



მასალების გადაბეჭდვის წესი