კაფეს ორი თვის წინ დაფუძნებული კომპანია შპს “წყალი” ამუშავებს და მის გახსნას ილია მეორე პირადად დაესწრო. შპს “წყალში” 60%-იან წილს მიტროფანე ლაღიძის შვილიშვილი ვახტანგ ლაღიძე ფლობს

კვების ობიექტი ყოველდღე, დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს. რესტორანი მომხმარებლებს სამარხვო კერძებსაც სთავაზობს და მას როგორც საქართველოში მაცხოვრებლები, ისე ტურისტებიც სტუმრობენ.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – რა პირობით აქვს აღებული კაფეს სამების ტაძრის ეზოში ფართი, არ უპასუხეს “ლაღიძის წყალში”. “ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არც საპატრიარქოში უპასუხეს.

კაფეს ადმინისტრატორმა მირანდა იოსელიანმა “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ შემოსავლის ნაწილი საპატრიარქოში ირიცხება.

რესტორანი
რესტორანი ”ლაღიძის წყალი” სამების ეზოში: ფოტო: კატო კოპალეიშვილი
 
Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *