საზოგადოება

სერგეენკო: 1 ივლისიდან კარდიოქირურგიული ოპერაციებიც დაფინანსდება

26 ივნისი, 2013 • 1118
სერგეენკო: 1 ივლისიდან კარდიოქირურგიული ოპერაციებიც დაფინანსდება

“კარდიოქირურგიული ოპერაციები დაფინანსდება. ასევე დაფინანსდება ინტერვენციები, ანგიოგრაფია (სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი), კარტირება, სტენტირება. გაგრძელდება ასევე ბავშვთა გულის თანდაყოლილი მანკების ოპერაციები,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

მიმდნარე წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაფართოებულ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზღვევის ფარგლებში ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფნანსების სპექტრი. კერძოდ, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. 

 

ასევე, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო დააფინანსებს გეგმიურ ოპერაციებს (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70%-ით), ასევე დაფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით) და ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგური 500 ლარი და საკეისრო კვეთა 800 ლარი). 

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის მოსარგლებლეებს უფლება აქვთ თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი