საზოგადოება

მარგველაშვილი ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის წერილს ეხმაურება

24 აპრილი, 2013 •
მარგველაშვილი ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის წერილს ეხმაურება

მარგველაშვილი წერილის ავტორს ურჩევს კარგად ჩაიხედოს, ამ მხრივ რა სიტუაცია იყო ქვეყანაში. 


“მე სამსახურში ამიყვანა და დამიქირავა საქართველოს მოსახლეობამ. ისინი საკუთარი ჯიბიდან მიხდიან მე ხელფასს. შესაბამისად, მე მათ ინტერესებს ვახორციელებ და არა რომელიმე არასამთავორბო ორგანიზაციის. გაარკვიეთ, რა რეაქცია აქვს ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას. წადით, კითხეთ ამომრჩეველს.”- ამბობს მინისტრი.

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილება სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის უფასო დარიგებასთან დაკავშირებით არ გადაიხედება.

 

“ჩემი მხრიდან არ გადაიხედება. თუ შემცვლიან, გადაიხედება.”

 

ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფმა მარგველაშვილადმი მიმართვა გუშინ, 23 აპრილს გაავრცელა.

 

“ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ სამინისტროს, უკან წაიღოს უკანასკნელი ინიციატივები და გადასინჯოს სახელმძღვანელოების გამომცემელთა მდგომარეობა, რომლებიც ეჭვგარეშეა, რომ არიან პროფესიონალები სახელმძღვანელოების გამოცემის საქმეში, რომელიც აუცილებელია ბავშვთა და მოზარდთა განათლებისთვის საქართველოში,”- ეს არის ამონარიდი ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილისადმი მიწერილი წერილიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი