31 მარტი ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობის საერთაშორისო დღეა. “იდენტობამ” და ტრანსგენდერი ადამიანების მხარდამჭერმა ორგანიზაციამ “ტრანს საქართველო” ეს დღე რუსთაველის გამზირზე მსვლელობით აღნიშნეს. მსვლელობის მონაწილეები გამვლელებს ურიგებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს და ტკბილეულს, რუსთაველის ძეგლთან კი ტრანსგენდერი ადამიანების დროშის ფერებში აწყობილი ბუშტები გაუშვეს.
ფოტო: თინა აგნუს



