საზოგადოება

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22 მარტი, 2013 •
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს. 

 

რეგისტრაცია  ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და  3 ეტაპად ჩატარდება:

 

პირველ ეტაპზე, 19 აპრილის ჩათვლით, სკოლებში რეგისტრაცია განხორციელდება მათთვის, ვისი და–ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრმელია და ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

 

მეორე ეტაპზე, 25 აპრილიდან სამი მაისის ჩათვლით, განხორციელდება პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია.

 

საიტებზე www.registration.emis.ge და www.mes.gov.ge სპეციალური აპლიკაცია განთავსდება, სადაც მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და რეგისტრაციის ფორმაში შეაქვს შემდეგი მონაცემები: ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

 

სასურველ სკოლაში პირველკლასელთა ონლაინ რეგისტრაციისათვის საცხოვრებელ ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე მშობელი იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. მას სისტემის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი  სმს–ის საშუალებითაც ეგზავნება, რომლის შენახვაც აუცულებელია.

 

მშობელი ვალდებულია სკოლაში მოსწავლის დოკუმენტაცია რეგისტრაციიდან 2 კვირის ვადაში  წარადგინოს. ვადის გასვლის შემდეგ სისტემა რეგისტრაციის გაუქმებას ავტომატურად მოახდენს.

 

მესამე ეტაპზე, სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი ხელახლა დაარეგისტრირონ.

 

მშობელს რეგისტრაციის გაუქმება  რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის და ბავშვის პირადი ნომრის მიხედვით შეუძლია. თუ მშობელმა გადაწყვიტა ერთ სკოლაში მოხსნას და მეორეში დაარეგისტრიროს შვილი, წინასწარ ეკრანზე გამოტანილ ფანჯარაში სასურველ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილები უნდა შეამოწმოს.

 

სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ბავშვს 5 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდება. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი