სიაში სულ 221 ქალაქია, ცხოვრების ყველაზე ცუდი პირობები ქალაქ ბაღდადშია, თბილისი კი სიაში 213–ე ადგილზეა.
“ევროპული ქალაქები აგრძელებენ ცხოვრების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას,, სტაბილურობის, საცხოვრებელი სტანდარტების და ინფრასტრუქტურის განვითარებით”– განაცხადა მერკერის მკვლევარმა.
მერკერის შედეგები საცხოვრებელი პირობების ანალიზს ეფუძნება, რომელიც 10 კატეგორიაში 39 ფაქტორს მოიცავს. ესენია, მთავრობის სტაბილურობა, კრიმინალის ხარისხი, ეკონომიკურ ფაქტორები, საბანკო მომსახურება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, დაბინძურების ხარისხი, ტრანსპორტის და დასვენების კონდიციები.
ცხოვრებისთვის საუკეთესო, პირველი 10 ქალაქის სია ასე გამოიყურება:
1. ვენა, ავსტრია
2. ციურიხი, შვეიცარია
3. ოკლენდი, ახალი ზელანდია
4. მიუნხენი, გერმანია
5. ვანკუვერი, კანადა
6. დიუსელდორფი, გერმანია
7. ფრანკფურთი, გერმანია
8. ჟენევა, შვეიცარია
9. კოპენჰაგენი, დანია
10. ბერნი, შვეიცარია





