საზოგადოება

16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

25 ნოემბერი, 2012 • • 3694
16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

1991 წლიდან დღემდე, მსოფლიოს 172 ქვეყნიდან 4000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული გაეროს ფონდის 16- დღიან კამპანიაში, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული.

 

კამპანია დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანთან უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

 

2010 წელს საქართველოში ჩატარდა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში ყოველ მეთერთმეტე ქალს განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა საკუთარი პარტნიორისგან.

 

16 დღის მანძილზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ჩატარდება. ეს იქნება დისკუსიები, მსჯელობები თუ გადაცემები, რომელიც აღნიშნულ თემებს მიეძღვნება.

 

კამპანიის ფარგლებში ქალთა ფონდიც გეგმავს ღონისძიებას. 28 ნოემბერს, 21 საათზე ქალთა ფონდის ინიციატივით მაგთი კლუბში მუსიკოსი, მეგი გოგიტიძე, ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს: არა ძალადობას! ძალადობა დანაშაულია!

კონცერტზე დასწრების ღირებულება 10 ლარია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს ქალთა ფონდის ღია კარის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი