საზოგადოება

მდინარეს მკვდარი თევზები მოაქვს

20 ნოემბერი, 2012 • 1836
მდინარეს მკვდარი თევზები მოაქვს

 

 

 „ახლა რასაც თქვენ ხედავთ, ეს არაფერია. დილით მდინარე ისე იყო გაფერადებული, თითქოს თეთრი საღებავი ჩაასხეს შიგნით. ასეთი შემთხვევა პირველი არ არის, მაგრამ რაგირება ხომ უნდა იყოს? –  ასი პროცანტით დარწმუნებული ვარ, კოფეინის ქარხნიდან მოდის, ტერმანალმა და ნავთობის სუნმა ხომ გაგვაუბედურა, მეზობლებს ბავშვები ვერ გაუჩერებიათ სახლში და სოფლებში ყავთ გაგზავნილი. ქარხნები  კიდევ დამატებითი პრობლემაა ჩვენთვის უკვე წლებია, მაგრამ ახლაც აღარ უნდა ქონდეთ რეაგირება? –  ახალი მთავრობა იმისთთვის მოვიყვანეთ რომ ამაზე რეაგირება ამათაც არ ქონდეთ? – აქ არ იცხოვრება, არა! ან ჩვენ გაგვიშვან აქედან, ან თვითონ წავიდნენ.“ – უთხრა ბათუმელებს აკაკი ქორიძემ ბარცხანის დასახლებაში.  

 

 მდინარეში მკვდარი თევზები „ბათუმელებმაც“ დააფიქსირა.  

 

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებისგან“ მიიღო: „მე როგორც ვიცი, მზესუმზირას ქარხანა „ბათოილი“  პერიოდულად,  როცა გამწმენდი ნაგებობა გადატვირთულია და არ მუშაობს, ნარეცხ წყალს მდინარეში უშვებს, ეს არის ორგანული ნაერთები, რაც საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ თუ ამჯერად თევზების დაღუპვა დაფიქსირდა, როგორც ჩანს, სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აუცილებლად გავაგზავნით  ჯგუფს სიტუაციის შესასწავლად ახლავე და შედეგებზე  შეგატყობინებთ“   

 

 

მდინარე ბარცხანა  დასახლებული უბნიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით ზღვას უერთდება.

 

საქართველოს კანონით „წყლის შესახებ“ წყალში საწარმოო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნაყარისა და ნარჩენების ჩაყრა აკრძალულია და ადმინისტრაციული კოდესით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი