საზოგადოება

სოციალურად დაუცველებისთვის დახმარება გაორმაგდება

9 ნოემბერი, 2012 • 1021
სოციალურად დაუცველებისთვის დახმარება გაორმაგდება

გარდა ამისა, იცვლება ქულების დაანგარიშების წესიც.

 

„ყველა უმწეო ოჯახი, ვინც კი იღებდა 30– ლარიან დახმარებას, მიიღებს გაორმაგებულ დახმარებას. შეიცვლება ის უაზრო კრიტერიუმები, რაც იყო დახმარების დანიშვნის ნაწილში, როცა, ვთქვათ, ტელევიზორი ან საქონელი წყვეტდა საქმეს. ასევე დაიწყება მყისიერი ზრდა ასაკობრივი პენსიონერების პენსიის, იმის გამო, რომ პენსია დღეს ძლიან დაბალია,“- განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დღეს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტი არ მოდის შესაბამისობაში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებებთან, რის გამოც მას შემდეგი გადამუშავებისთვის მთვრობას გადაუგზავნიან.

 

„კითხვები იყო დასმული, მაგრამ პასუხები გაცემული ვერ იქნა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი შენიშვნებით დაგვებრუნებინა მთავრობისთვის ბიუეჯეტი შემდეგი გადამუშავებისთვის და წარმოადგინონ თავიდან.“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

სიღარიბე, ფოტო:stran.ge
სიღარიბე, ფოტო:stran.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი