საზოგადოება

მედიისთვის მოუხერხებელი სამუშაო პირობები ახალ პარლამენტში

21 ოქტომბერი, 2012 •
მედიისთვის მოუხერხებელი სამუშაო პირობები ახალ პარლამენტში

“ეს არის დაცინვა”, “ასე მუშაობა წარმოუდგენელია” – ასე აფასებენ ჟურნალისტები მედიაცენტრში არსებულ სამუშაო გარემოს.  

 

ჟურნალისტების უკმაყოფილება თავდაპირევლად ინტერნეტთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია. უკაბელო ინტერნეტის სიგნალი არ იყო  უშუალოდ მედიაცენტრში, ხოლო მდიცენტრიდან გასვლის შემთხვევაში ინტერნეტი ხელმისაწვდომი ხდებოდა. 

 

მოგვიანებით, როცა პარლამენტის სხდომა დაიწყო და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოსვლას პირდაპირ ეთერში ისმენდნენ ჟურნალისტები, ხმის მიღება შეწყდა და მხოლოდ გამოსახულება ჩანდა. ხმის მიღების აღდგენის შემდეგ იმდენად დაბალი ხმა შემოდიოდა, რომ ჟურნალისტების მონიტორებთან ახლოს იდგნენ, რათა სიტყვები გაერჩიათ. 

 

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები პარლამენტის პრესამსახურმა ორ ნაწილად გადაანაწილა, ერთ ნაწილს – ფოტორეპორტიორებსა და ოპერატორებს, სხდომის დარბაზში უნდა ემუშავათ, ხოლო მეორე ნაწილს – სპეციალურად მოწყობილ მედიაცენტრში, რადგან სხდომის დარბაზში ადგილები შეზღუდული იყო. 

 

პარლამენტის პრესსამსახურმა მაკა გიგაურმა შენობაში შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მედიაცენტრი ყველა რესურსით იყო აღჭურვილი.  “ნეტგაზეთთან” საუბარში გიგაური აცხადებს, რომ მისთვისაც მოულოდნელია შექმნილი პირობები, რადგან მისი ინფრომაციით, ყველა აპარატურა შემოწმებული იყო და გამართულად მუშაობდა. 

 

მედიაცენტრში ინტერნეტი დროდადრო ირთვება, თუმცა მალევე ითიშება, რაც ართულებს ჟურნალისტთა ოპერატიულ მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი