საზოგადოება

სტუდენტების საპროტესტო აქციას უნივერსიტეტში პოლიციის მობილიზება მოჰყვა

14 სექტემბერი, 2012 • • 1194
სტუდენტების საპროტესტო აქციას უნივერსიტეტში პოლიციის მობილიზება მოჰყვა

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის დაცვამ არ მისცა მათ უნივერსიტეტში შესვლის უფლება, შეკრებილთა ნაწილი ფანჯრიდან გადაძვრა. საბოლოოდ გარეთ შეკრებილმა სტუდენტებმა მოახერხეს უნივერსიტეტის შენობაში შესვლა.

“ნეტგაზეთის” კორესპოდენტის განცხადებით, მანდატურებმა გამოიძახეს პატრული, რომელიც ამჟამად მობილიზებულია უნივერსიტეტში. თვითონ ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ სტუდენტებს, მაგრამ ისინი მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორთან პირადად შეხვედრას.

სტუდენტები სკანდირებენ “ძირს უსაქმური ლექტორები და რექტორი”.

აქციაში მონაწილეობენ ლაბორატორია 1918–ის წარმომადგენლები, მათ მოთხოვნებს ასევე შეურთდნენ დანარჩენი სტუდენტებიც, მათ შორის რამდენიმე მათგანი თეატრალური უნივერსიტეტიდან. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ანალოგიურ აქციას ისინი მათ უნივერსიტეტშიც გეგმავენ.

სტუდენტების მოთხოვნაა, რომ ის პრობლემები რაც უნივერსიტეტშია გამოსწორდეს. ისინი აპროტესტებენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორების გაშვებას, არაკვალიფიცირებული ლექტორების დანიშვნას.

დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვიტაშვილი უნივერსიტეტში არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი