“შესაძლებელია იყოს ძლიერი წვიმა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარეებში წყლის დონე დაკლებულია, შესაძლო წვიმამ შესაძლებელია მშრალ ხევებში და პატარა მდინარეებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს”, – განაცხადეს სააგენტოში.
წვიმა საქართველოს ტერიტორიაზე დღეს და ხვალაა მოსალოდნელი, ზეგიდან კი სინოპტიკოსები გამოდარებას ელიან.