საზოგადოება

”მსოფლიო თამბაქოს გარეშე”

1 ივნისი, 2012 •
”მსოფლიო თამბაქოს გარეშე”

ყოელწლიურად ჩატარებული ღონისძიებები ერთი სლოგანის ან მოწოდების ქვეშ ერთიანდება, წლევანდელი თემა თამბაქო ინდუსტრიისთვის ხელის შეშლაა.

”კამპანია მიმართულია, დაუპირისპირდეს თამბაქოს ინდუსტრიის უტიფარ და აგრესიულ მცდელობებს, რომელიც მიზნად ისახავს ძირი გამოუთხაროს მსოფლიოში თამბაქოს კონტროლის მექანიზმებს”, – ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საიტზე.

მათივე მონაცემების მიხედვით თამბაქოს მოხმარება ყველაზე დიდი სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზია ჰიპერტენზიის შემდეგ.

მსოფლიოში 10-დან ერთი ზრდასრული ადამიანი თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებით კვდება.

თამბაქოს საწინააღმდეგო დღე 1987 წლიდან არსებობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დღე პრობლემაზე უფრო მეტი ყურადღების გასამახვილებლად დააწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი