საზოგადოება

სეფერთელაძე: მიმინოშვილი პედაგოგებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ეწინააღმდეგებოდა [Video]

29 მაისი, 2012 •
სეფერთელაძე: მიმინოშვილი პედაგოგებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ეწინააღმდეგებოდა [Video]

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განცხადება გააკეთა.

 

მისი თქმით, ხვალ, 30 მაისს, 12 საათზე, მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარადგენს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ახალ ხელმძღვანელს. გარდა ამისა, სეფერთელაძის განაცხადით, სახელმწიფო არის იმის გარანტია, რომ მიმდინარე გამოცდები „ჩატარდება ისე, როგორც სახელმწიფოს ეკადრება.“

 

მიმინოშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სეფერთელაძემ სამ მიზეზზე ისაუბრა და თქვა, რომ  სახელმწიფოს სურვილია, პედაგოგებისთვის ძალიან კომფორტული გარემო შეიქმნას, როგორც ტესტების ნაწილში, ასევე გამოცდების დროს, „რაშიც მიმინოშვილის მხრიდან იყო წინააღმდეგობა.“

 

„ასევე,  ჩვენ გვაქვს სურვილი, რაღაც ეტაპის შემდგომ გადავიდეთ  გამოცდების 8 + 1 მოდელზე, რასაც ასევე ეწინააღმდეგებოდა ის. კიდევ ერთი პრინციპული წინააღმდეგობა საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ისეთი ატესტატების გაცემას შეეხებოდა, რომლითაც მათ  შესაძლებლობა ექნებოდათ, საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ წასვლა,“- განაცხადა სეფერთელაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი