საზოგადოება

მიმინოშვილი: ჩემი შვილი “ქართული ოცნების” აქციაზე იყო

28 მაისი, 2012 •
მიმინოშვილი: ჩემი შვილი “ქართული ოცნების” აქციაზე იყო

“ეს არის კატასტროფა, თუ ეს გახდა ჩემი გათავისუფლების მიზეზი. ვადასტურებ, რომ ჩემი შვილი ნამდვილად იყო აქციაზე. მე მას დავურეკე და ვკითხე, სად იყო. მან მითხრა, რომ იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე, აქციაზე. ის არის დამოუკიდებელი ადამიანი და აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სიმპათია-ანტიპათიების შესაბამისად.

 

თუ ამ მიზეზს დავუშვებთ, მაშინ ერთადერთი წყარო არის ჩვენი სატელეფონო საუბარი. სხვა შემთხვევაში, ვერავინ დამიდატურებს, რომ 100 ათას კაცში ჩემი შვილი ამოიცნეს. აქამდე ისიც არ იცოდნენ, ვაჟიშვილი მყავდა თუ ქალიშვილი,” – ამბობს მიმინოშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. 

 

როგორც მაია მიმინოშვილი ამბობს, დიმიტრი შაშკინთან მისი დღევანდელი შეხვედრა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა.

 

“დამირეკა შაშკინმა და მისვლა მთხოვა, ზუსტად ერთი წუთი გაგრძელდებოდა ჩვენი შეხვედრა, სადაც გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ. მიზეზად კი პიროვნულ შეუთავსებლობა დაასახელა. ჩემთვის გაუგებარია, რა არის ეს პიროვნული შეუთავსებლობა, შემიძლია რაღაცეები ვივარაუდო, ისვე როგორც თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ,”- ამბობს მიმინოშვილი.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილის, კოკა სეფერთელაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ის მიმინოშვილს განათლების რეფორმების მიმართ შეუსაბამო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.  

 

“მაშინ განმარტოს, რაში გამოიხატება ეს შეუთავსებლობა. ჩვენი ცენტრი იმაზე იყო მუდამ ორიეტირებული, რომ ის საქმე, რაც ჩვენ გვებარა, ხარიასხიანად და მაღალ დონეზე შეგვესრულებინა. არანაირი უთანხმოება აქამდე არ გვქონია. შეიძლებოდა, რაღაც ჩემი კონრეტული მოსაზრება მქონოდა რაღაც საკითხზე, მაგრამ ჩვენ შორის ყოველთვის ხდებოდა ამის განხილვა,”-აცხადებს მიმინოშვილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი