საზოგადოება

12 მაისს დევნილთა შეკრება იგეგმება

23 აპრილი, 2012 •
12 მაისს დევნილთა შეკრება იგეგმება

თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში 12 მაისს დევნილთა შეკრება იგეგმება.

აქცია პარტია “განახლებულის საქართველოსთვის” ინიციატივით ტარდება. პარტიის წარმომადგენლებმა შეტყობინება მერიაში დღეს შეიტანეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ლევან გვარმიანი აცხადებს, ეს დღე ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგების დღედ გამოცხადდება:

”აქცია 12 მაისს პარლამენტის წინ გაიმართება, იმავდროულად დაიწყება საქართველოს დიდ ქალაქებშიც.  ამ დღეს დევნილების დასახმარებლად სპეციალური ფონდი შეიქმნება და ასევე დაფუძნდება საკოორდინაციო საბჭოც. ეს არ არის პროტესტი, პირიქით, ეს დღე ოსთა, აფხაზთა და ქართველთა შერიგებას ემსახურება და მასში მონაწილეობას დევნილებთან ერთად ჩვეულებრივი მოსახლეობაც მიიღებს”, – განაცხადა ლევან გვარმიანმა.

სამივე ქალაქში აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი